weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილის თქმით, იანვრიდან ვეტერანების 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება

10:03 ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021

ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი, რომელიც 22 ლარს შეადგენს, 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება და 110 ლარი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

„საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, გადახედილი იქნება და ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვეტერანების დაფასება არის არა მხოლოდ მათი ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე.

„ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი სამსახურისთვის და ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების საერთო რაოდენობა 66 804-ია.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]