weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვმუშაობდით ფერმერებთან, რომ აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე და არა რაოდენობაზე – მეხუზლა

12:07 კვირა, 17 ოქტომბერი 2021

„რთველი 2021“ კახეთში დასასრულს უახლოვდება. რეგიონში ვენახების ძირითადი ნაწილი დაკრეფილია. რამდენიმე დღეში ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოწეული ყურძენიც დაბინავდება. სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, უკვე შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ წლევანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა.

შეიძლება ითქვას, რომ კახეთში რთველი დასასრულისკენ მიდის, დაიკრიფა ვენეხები და სრულად ჩაბარდა ყურძენი დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის მუნიციპალიტეტებში. ასევე დაკრეფილია ვენახები გურჯაანსა და ყვარლში. შედარებით აქტიურობს ამ ეტაპზე ახმეტა და საგარეჯო, თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში რთველი იქაც დასრულდება. ამ ეტაპისთვის სულ გადამუშავებულია 230 ათასი ტონა ყურძენი, რათქმა უნდა, მათ შორის ჭარბობს რქაწითელი, საფერავი კი, 70 ათას ტონას გადასცდა.

საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, უკვე შეიძლება დასკვნების გაკეთება, რომ რთველი წარმატებულად დასრულდა. წელს შედარებით ნაკლებია მოსავალი, ვიდრე შარშან იყო, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ფერმერებთან, რომ მათ აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე და არა რაოდენობაზე, ვენახში შესაბამისი ოპერაციების ჩატარებით და როგორც ჩანს, ამან გამოიღო გარკვეული შედეგი, ამიტომაც რიგ შემთხვევებში ხარისხის ხარჯზე, რაოდენობა შემცირებულია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ამინდიც, რამაც ზემოქმედება მოახდინა როგორც ყურძენზე, ასევე რთველის მიმდინარეობაზე.

- სიახლე იყო წელს, ყურძენი კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ბარდებოდა. ხომ არ იყო შეფერხებები და რამდენად ჰქონდათ გაცნობირებული მევენახეებს ამის საჭიროება?

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტიც წარმატებულად ჩატარდა წელევანდელ რთველში, კახეთის მასშტაბით, სრულად ჩაბარდა ყურძენი საკადასტრო ამონაწერების საფუძველძე. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ არცერთი გრამი ყურძენი არ ჩაბარებულა ამ ამონაწერის გარეშე. რთვლამდე ჩვენ უკვე გვქონდა 80-90 პროცენტი ამონაწერების გაცემული და ვენახებიც აღწერილი, ასევე რთველის მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენი ოპერატორები კახეთის მასშტაბით ოპერატიულად გასცემდნენ ამ ამონაწერებს, რომ არ ყოფილიყო შეფერხება ყურძნის ჩაბარების დროს და იმ ხალხსაც, ვინც წლის განმავლობაში ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ამონაწერის აღება, ჰქონოდა საშუალება, რომ უკვე რთველის დროს აეღო ეს დოკუმენტი. უნდა აღვნიშნო, რომ კადასტრი არის მუდივმოქმედი პროექტი, რომელიც ცხადია მომავალ წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.

მინდა მოსახლეობას ვურჩიო, დროულად გვაცნობონ ნებისმიერი ის ცვლილება, რასაც ისინი მოახდენენ ვენახში: იქნება ეს ვენახის ჩანაცვლება, ამოძირკვა, სხვა ფერმერისთვის გადაცემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წლის განმავლობაში უნდა აისახოს კადასტრში და მომავალ წელს კიდევ უფრო დახვეწილი, კიდევ უფრო სრულყოფილი ინფორმაციით შევხვდებით რთველს.

[R] ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]