ქალს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. პოლიციამ მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის 59 შემთხვევა გამოვლინდა.