weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მთავრობის ადმინისტრაციასთან ქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

15:18 ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე დააკავა.

დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც აქტივისტები შენობის წინ წარწერის „თავისუფლება მიშას“ გაკეთებას ცდილობდნენ. ისინი სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

აქცია მოძრაობა „მიშას თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„ყოველ დღე იქნება აქტივობა და ამ აქტივობების მიზანია, რომ 30 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ და ჩვენთან ერთად იზეიმოს არჩევნებში გამარჯვება. ეს ადამიანი არის პუტინის პატიმარი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მან გაიზიაროს ჩვენი პირველი პრეზიდენტის ბედი და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მოძრაობა შემდეგი აქციის გამართვას დღეს, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აპირებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან იხდის სასჯელს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]