weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა

17:54 ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - ანასტასია შატალოვა ფოტოზე - ანასტასია შატალოვა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მოკლულ ქალთან მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

სამართალდამცველებმა ბერიძის ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ის არ დაუკითხავთ.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. 

ანასტასია შატალოვა წუხელ თბილისში, იმ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოკლეს, სადაც ბინას ქირაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ანასტასია შატალოვამ, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, ერთი წლის წინ „მთავარ არხს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობდა, რომ ბავშვზე მეურვეობასთან დაკავშირებით ზურაბ ბერიძესთან დავა ჰქოდა. ის საჯაროდ აცხადებდა, ზურაბ ბერიძე შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევდა.

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ანასტასია შატალოვა ზურაბ ბერიძის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა. მისივე თქმით, ბერიძე ბრალდებული იყო ქალის და ბავშვის მიმართ ძალადობაში და აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

„გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომელსაც 30-დღიანი ვადა აქვს და რომ გაუვიდა ვადა. მთხოვა, მომემზადებინა მასალები და მაქსიმალური 9-თვიანი ვადით გამოცემულიყო. თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა, თუმცა შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით, გაჭიანურდა საქმე. დღეს უნდა ყოფილიყო სხდომა. გუშინ 10 საათზე მქონდა კომუნიკაცია. ვუთხარი, რომ გადადების მოთხოვნა ჰქონდა წაყენებული მეორე მხარეს“, – განაცხადა ადვოკატმა პაატა შავაძემ.

ზურაბ ბერიძემ ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა 2015 წელს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]