weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მნიშვნელობა არ აქვს, ევროპარლამენტარი რას იტყვის, მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის – ღარიბაშვილი

15:09 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სააკაშვილი „პატიმარია და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი“.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ამ სიაში, რაც მომიყვნენ, ბევრი ქართული გვარი აღმოვაჩინეთ - როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ:

კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე პროცესი შეაფასა როგორც სრულად გამჭვირვალე და აღნიშნა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია.

„ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, – გაიმეორა ღარიბაშვილმა.

ორი დღის წინ ევროპარლამენტარების ნაწილმა წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისთვის. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების დაპატიმრებას, რაც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]