weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ანასტასია შატალოვას მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს

08:43 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

პოლიციამ თბილისში, ანასტასია შატალოვას მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ბ.ლ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ორი პირი – 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.-მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს, მისი პირადი ჩხრეკისას კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

„სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.

პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე - ლ.რ.-მ.ის პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის დააკავეს.

„მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობას, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას,ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას გადაგზავნას ან გასაღებას და დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]