weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯიმითისა და ნანიანის 24 საათიანი წყალმომარაგების საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

12:29 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

სოფელ ჯიმითისა და ნანიანის მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ ფუნქციონირებს, შესაბამისად ცვალებადია წყლის დებიტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტით გათვალისწინებულია სოფლებში არსებული სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა რამდენიმე ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეზერვუარი და წყალმომარაგების ახალი ქსელი.

მუდმივი წყალმომარაგების პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯიმითისა და ნანიანის 2 000-ზე მეტი მოსახლე სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]