weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოქალაქეების თქმით, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს

16:25 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სეზონური გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს. მათივე თქმით, აცრისთვის წინასწარ დარეგისტრირდნენ და ერთ აცრაში 75 ლარი გადაიხადეს.

„მოვითხოვე დამადასტურებელი დოკუმენტი - ყუთი, შესყიდვის ორდერი ან ნებისმიერი რამ, რაც დამიმტკიცებდა, რომ ბავშვს რეალურად გაუკეთეს „ვაქსიგრიპ ტეტრა“, ფრანგული ვაქცინა. ვინმე გიორგი ჩანდლერი დაიბნა და მითხრა, რომ სხვა პარტია ჩამოვიდა, რომელიც არ არის დაბრენდილი. შემეპარა ეჭვი, რომ საქმე მქონდა თაღლითურ დაჯგუფებასთან. მე და ჩემი მეუღლე შევედით და ვკითხეთ, რითი აცრეს ბავშვი. საბოლოო ჯამში, აღიარა, რომ C ვიტამინით აცრა, ყველა ვიტამინით ავცერიო“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ტელეკომპანია „პირველთან“.

კიდევ ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ ექიმმა მისი თანდასწრებით ვაქცინის გახსნაზე უარი უთხრა და გარეთ დალოდება მოსთხოვა: „თითო-თითო შევყავდით და აგვცრეს. რომ გამოვედი, ძალიან ამეწვა ხელი. ამ ვაქცინას არ აქვს ასეთი უკუჩვენება. იმ წუთშივე შევბრუნდი და მოვთხოვე ნემსი მოეცათ. სავარაუდოდ C ვიტამინები აქვთ გაკეთებული“.

მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ ექიმებმა ერთი და იგივე ნემსი რამდენჯერმე გამოიყენეს. მათ პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც კლინიკის წარმომადგენლები შენობიდან გაიქცნენ.

„იმ რაოდენობის გამოყენებული „შპრიცები“ არ არის სანაგვეში, რამდენი ადამიანიც ვიყავით დაზარალებული. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ერთი და იგივე ნემსით მოხდა ორი ან მეტი ადამიანის ჩხვლეტა“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

დაზარალებულების ინფორმაციით, სეზონურ გრიპზე ვაქცინაციის შესახებ Facebook-ის საშუალებით შეიტყვეს. ამ დროისთვის Facebook-ში გოგელიას კლინიკის გვერდი აღარ იძებნება.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის 83 ნომერში არსებულ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ აქვს და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ექიმს, რომელმაც მოქალაქეები „აცრა“, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი.

„შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც პროკურატურაში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]