weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩვენს კლინიკაში 12 დღეა თავისუფალი ადგილი არ არის, ეს ცუდი ინდიკატორია – რატიანი ეპიდვითარებაზე

11:05 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021

ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ის მართავს, ყველა ადგილი დაკავებულია. ამის შესახებ მან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ კლინიკაზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ცუდი ინდიკატორია. როგორც იძახიან ეპიდემიოლოგები, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისია და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არცერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ, რა იქნება პიკის ფაზაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, სასუნთქი გზების სეზონური ინფექციების გავრცელებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს კორონავირუსით ავადობის მძიმე შემთხვევების რაოდენობა.

„შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი - როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას“, – განაცხადა რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 4411 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ კი ინფიცირების 5219 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 358 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5725 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 1367 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]