ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.32%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.89%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 8.99%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4155 ახალი შემთხვევიდან 1352 თბილისშია, 2803 კი რეგიონებში:
იმერეთი – 777
კახეთი – 669
შიდა ქართლი – 306
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 299
ქვემო ქართლი – 287
აჭარა – 143
მცხეთა-მთიანეთი – 96
გურია – 95
სამცხე-ჯავახეთი – 95
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36
ამ ეტაპზე ინფიცირების 49 966 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 43 068 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 5895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2201, აჭარაში – 501, იმერეთში – 1264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1427 პირი, მათ შორის, თბილისში –509, აჭარაში – 122, იმერეთში – 455. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 26, იმერეთში – 30.
- 1003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 549 – თბილისში, 241 – აჭარაში.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 688 პირი, 9657 კი გარდაიცვალა.