weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

10 მეხანძრე-მაშველი მამაცობისთვის დააჯილდოვეს

12:27 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორცილებული სამაშველო ოპერაციისთვის, 10 მეხანძრე-მაშველს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა და მას შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.

„იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის წახალისდა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სულ 10 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი შაბათს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 წლის მამაკაცი გადარჩა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი მუშა დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა სახელმწიფოსგან გაცემული ნებართვის გარეშე, სამშენებლო და საინჟინრო წესების სრული დარღვევით, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, სახლში მოშალეს არამზიდი და მზიდი კედლები, რასაც შედეგად 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა მოჰყვა. დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]