პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა.
საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილთა ვინაობას უწყებაში არ ახმაურებენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობებათ.