„ადგილზე თიანეთისა და საგარეჯოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ბოჭორმის ორსართულიანი საჯარო სკოლა 2006 წელს აშენდა, ხოლო რემონტი 2020 წელს ჩაუტარდა. შენობა 100 ბავშვზე იყო გათვლილი და ორ მოსაზღვრე სოფელს - ყომარაანსა და ყუდროს ემსახურებოდა“, – აცხადებენ საკრებულოში.
მათივე ცნობით, სოფელში სივრცე გამოიყო და ორშაბათიდან ბავშვები სწავლის გაგრძელებას ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ შენობაში შეძლებენ.
უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.