weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის მცხოვრებლები ცეცხლის ჩასაქრობად წყალს ცხენებით ეზიდებიან

14:36 კვირა, 03 სექტემბერი 2017

თუშეთის მცხოვრებლები, მაშველებსა და რეინჯერებს, სოფელ ხახაბოსთან ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად, წყალს სოფლიდან ცხენებით უზიდავენ. იმ ადგილას, სადაც ფიჭვნარი იწვის, სამანქანო გზა არ მიდის და ხანძრის ლოკალიზებას ვერტმფრენთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ხანძარმა დაახლოებით 17 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასახლებულ პუნქტებზე ან მეცხვარეების ბინებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ასამდე ადამიანია ჩართული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რეინჯერები, პოლიციელები და ადგილობრივი მოხალისეები. 

თუშეთის სოფელ ხახაბოსთან, დაახლოებით 3–4 კილომეტრში, ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ღამით ჭექა–ქუხილის დროს მეხი ჩამოვარდა და ხანძრის გაჩენის მიზეზი ეს გახდა. თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელს ტყეში არსებული დიდი რაოდენობით ხმელი ხეები უწყობს. 

შეგახსენებთ, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე კერძოდ კი წითელთა, ქუე და სოფლების: შენაქოს, დიკლოს, ცოკალთასა და ხისოს მიმდებარე ფიჭვნარი ხეების 70% დაზიანებულია ლაფნიჭამიას მიერ. ექსპერტების დასკვნით, მსგავსი დაზიანებები იწვევს წიწვების ხმობას და საბოლოოდ, ფიჭვების მთლიან განადგურებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]