weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია – გამყრელიძე

11:34 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველაზე მეტი ადამიანი თბილისშია აცრილი. ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია.

„ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში – 50.4% მოდის თბილისზე. შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი, თუმცა სამიზნე პოპულაციასთან (მოგეხსენებათ ჩვენთვის სამიზნე პოპულაცია გახლავთ მოზრდილი მოსახლეობის 60% ამ წლის ბოლოსთვის) ყველაზე ახლოს არის თბილისი, სადაც სამიზნე პოპულაციის უკვე 76.9% აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული, შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69% და შემდეგ მოდის აჭარა 62%-ით. სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელი გვაქვს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ ვაქცინაციის მარათონის ყველაზე დიდი აქცენტი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 928 081 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.5%-ია. ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 1 026 989 ადამიანს აქვს გაკეთებული

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ყველაზე მეტი აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით ჩატარდა.

„დაახლოებით 1 067 000 „ფაიზერია“ ადმინისტრირებული და „ფაიზერით“ სრულად აცრილია 501 000 ადამიანი. შემდეგ მოდის „სინოფარმი“ – 592 000 დოზაა ადმინისტრირებული, შემდეგ მოდის „სინოვაკი“ – 175 000 დოზაა ადმინისტრირებული და სრულად აცრილია 84 000 ადამიანი. შემდეგ არის „ასტრაზენეკა“ – ადმინისტრირებულია 121 000 დოზა, სრულად აცრილია 61 000 მოქალაქე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 4927 აცრა ჩატარდა, საიდანაც პირველი დოზით 2000 ადამიანი აიცრა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]