მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით ჩააბარებენ.
ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, 2021 წლის დასაწყისში, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა, ცოტა ხნის წინ კი ავტოპარკი განახლდა ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი.