weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

10 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 7.38% იყო, ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა

11:45 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 154 163 ამომრჩეველი მივიდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა (9.2%) რაჭა-ლეჩხუმშია, ხოლო ყველაზე დაბალი მცხეთა-მთიანეთში (5.1%). თბილისში აქტივობამ 7.4% შეადგინა – 1 002 525 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 74 527-მა გააკეთა.

რაც შეეხება საარჩევნო ოლქებს, ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მერს ირჩევენ. იქ რეგისტრირებული 10 804 ამომრჩევლიდან 1037 (9.6%) ხმის მისაცემად უკვე მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა ხულოს ოლქშია, სადაც ხმა ამომრჩევლის 4.9%-მა (269 ამომრჩეველი) მისცა. ხულოს ორ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრებს ირჩევენ.

2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41% იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]