თბილისში გამოვლენილია ინფიცირების 1663 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მაჩვენებელია:
იმერეთი – 871
კახეთი – 577
ქვემო ქართლი – 324
შიდა ქართლი – 324
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 316
აჭარა –154
სამცხე-ჯავახეთი – 133
გურია – 118
მცხეთა-მთიანეთი – 83
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47
ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 50 707 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 43 244 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1593 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი.
- 1086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 715 865 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 655 129 გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.