weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკოს განმარტებით, მოქალაქეს, რომელიც ორი პირადობით მივიდა უბანზე, გვარი აქვს შეცვლილი

15:27 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნაძალადევში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. კორძაიას თქმით, მოქალაქე ხმის მისაცემად ორი პირადობის მოწმობით მივიდა, რომელზეც იდენტური სახელი და პირადი ნომერი იყო მითითებული, თუმცა ერთგან გვარად ჯიქური ეწერა, მეორეგან კი მსტოიანი.

„დღეს ამ მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით აყალბებს არჩევნებს“, – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.

ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და მისი გავრცელებით საარჩევნო პროცესი ზიანდება.

„ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, კერძოდ, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ, 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამ პირის მიერ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთ უბანზე“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, მოქალაქემ ხმა მისცა.

ამ საკითხზე განმარტება სერვისების განვითარების სააგენტომაც გააკეთა. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეს ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]