weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თბილისში 62-ე საარჩევნო უბანში შუქი ჩაქრა

18:39 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

თბილისში, N5 ისნის საარჩევნო ოლქის 62-ე საარჩევნო უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნათია გელაშვილმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით 15 წუთია შეჩერებულია.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ იცის, რა გახდა ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი, თუმცა კომისიის წევრები მედიასთან ამბობენ, რომ ეს შეიძლება რამდენიმე გამათბობლის ერთდროულად მუშაობამ გამოიწვია.

თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ნიკა მელია მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„ესეც არის გარდაუვალი მარცხის შიშის გამოძახილი. ბატონო კალაძე, არაფერი ტრაგიკული იმაში, რომ თქვენ აღარ იქნებით იმ პოზიციაში, რომ დანაშაულებრივი მეთოდებით მართოთ ქალაქი, არ არის. ესეც რომ არ იყოს, თუ პოლიტიკაში ხართ, თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგუოთ, რომ ხან წააგებთ და ხან მოიგებთ. ამჯერად აგებთ, ბატონო კალაძე. ჯობია ამ მეთოდებისგან თავი შეიკავოთ. ჩემზე კარგად იცით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ და რა გგონიათ? შუქს ჩააქრობთ, ყუთში ბიულეტენებს ჩაყრით - ეს არ გეყოფათ“, – მიმართა მელიამ კალაძეს.

მისივე თქმით, ის 62-ე სააჩევნო უბანში მივა.

არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათი რჩება. ოპოზიცია აცხადებს, რომ თბილისში არჩევნებს ნიკა მელია იგებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით კი, 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში „მყარად იმარჯვებენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]