weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

272 საჩივარი დაიწერა, უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს – კალანდარიშვილი

12:35 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა. მისი თქმით, ცესკო მეორე ტურის შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა. 121 საჩივარი დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა წარადგინეს, ხოლო 151 – საარჩევნო სუბიექტებმა.

„მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. საჩივრებთან მიმართებაში დეტალურ სტატისტიკას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა დამატებით 2 კალენდარული დღეა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, თითოეულ საარჩევნო ოლქში, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება.

არჩევნები 1867 სარჩევნო უბანზე ჩატარდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]