ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა. 121 საჩივარი დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა წარადგინეს, ხოლო 151 – საარჩევნო სუბიექტებმა.
„მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. საჩივრებთან მიმართებაში დეტალურ სტატისტიკას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა დამატებით 2 კალენდარული დღეა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, თითოეულ საარჩევნო ოლქში, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება.
არჩევნები 1867 სარჩევნო უბანზე ჩატარდა.