weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების გზაზე – ISFED

14:00 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე. ISFED-ი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, ამას შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. 

„არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. მივიჩნევთ, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 

ISFED-ის შეფასებით, კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა.

„სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს. Რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები“, – აცხადებს ISFED-ი.

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიებში 161 საჩივარი აქვთ შეტანილი, ჩანაწერთა წიგნში კი 22 შენიშნვა დააფიქსირეს.

ISFED-ი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემში (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი), დააკვირდა. ამ მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 15 მობილური ჯგუფისგან, 542 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლებისგან შედგებოდა. კიდევ 12 მუნიციპალიტეტში, სადაც მერის არჩევნები გაიმართა, ორგანიზაციას მობილური ჯგუფის დამკვირვებლები ჰყავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]