weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყარაჯალაში ჩხუბის დროს მოქალაქეები და სამართალდამცველები დაშავდნენ

10:10 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ჩხუბის დროს სამი მოქალაქე დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

ფიზიკური დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი თავდაპირველად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს შორის დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ყარაჯალაში პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

„სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება. ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებენ შსს-ში.

სიტუაციის განეიტრალების მიზნით ყარაჯალაში პოლიციის დამატებითი  ჯგუფების გამოძახება გახდა საჭირო. შსს-ს ცნობით, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 353-ე პრიმა მუხლებით იძიებს, რაც ძალადობას, ასევე პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმას და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების და იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

სამივე დაშავებული მოქალაქე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, მათ ძირითადად ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ, ერთ-ერთს კი გულმკერდის დახურული ტრავმაც აქვს. ჭონიაშვილის თქმით, პაციენტებმა განაცხადეს, რომ დაზიანებები ჩხუბის დროს მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]