weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნიკა გვარამიას ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებ – პენიტენციური სამსახური

18:31 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას აპირებენ. გარამიას თქმით, ამ ინფორმაციის წყარო იუსტიციის სამინისტროა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „შესაძლოა, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]