„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას აპირებენ. გარამიას თქმით, ამ ინფორმაციის წყარო იუსტიციის სამინისტროა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „შესაძლოა, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება“.