weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკას“ 17 000-მდე დოზას ვადა გაუვიდა

23:15 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა.

გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკა“ საერთაშორისო შეფასებით ერთ-ერთ კარგ ვაქცინად მიიჩნევა და ჩინური და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ, ბევრ ქვეყანაში ყველაზე ხშირად ადმინისტრირებადი ვაქცინაა.

„გვინდოდა, რომ უფრო ფართო მასშტაბით გამოყენებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მოთხოვნილება დაბალი იყო ყველა დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ის დოზები, რომელსაც სექტემბერში ვადა გაუვიდა... და ასეთი იყო, დაახლოებით, 3900 დოზა და ასევე, რომელსაც ოქტომბრის 31-ში გასდიოდა ვადა, ასეთი დარჩა 13 500 დოზა, ანუ სადღაც ერთად აღებული ეს გახლავთ 17 000-მდე დოზა, სამწუხაროდ, გამოუყენებელი გახდა და ის ჩამოიწერება. აქედან 15 000 დოზა არის დონაციით მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინურ ვაქცინებს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ ვადა 2-დან 3 წლამდე აქვს, ხოლო „ფაიზერს“, რომელიც -90 გრადუსზე ინახება, ვადა 6 თვე ჰქონდა, თუმცა სამი თვით გაუხანგრძლივდა.

1 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 978 857 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 940 546 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.9%-ია. გუშინ, 31 ოქტომბერს მხოლოდ 1402 ადამიანი აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) სრულად აცრას ითვალისწინებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]