weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

13:45 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტით უფასო მომსახურების მიზნით 9 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერები 7 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლებში მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირების სერვისი ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებზე გავრცელდება და 2017 წლის ბოლომდე მასზე, სავარაუდოდ, 8 367 680 ლარი დაიხარჯება. პროექტში დაახლოებით 2 350 სატრანსპორტო საშუალება იქნება ჩართული (ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები).  

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ოდენობა, ცალკეული რეგიონების მიხედვით, ასეთია: აჭარა - 1 537 664 ლარი; გურია - 818 100 ლარი; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 159 663 ლარი; თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი - 1 863 878 ლარი; შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 862 353 ლარი; სამეგრელო-ზემო სვანეთი და აფხაზეთი - 1 988 375 ლარი. 

გარდა ამისა, 680 305 ლარია გამოყოფილი აღნიშნული პროექტის განხორციელების კონტროლისა და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე. მონიტორინგის პროცესში მოხდება მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროულად და ხარისხიანად შესრულების, ასევე ავტოტრანსპორტის გამართულად მუშაობის ინტენსიურად შემოწმება და სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება. 

მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტით მომსახურება განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის 2012 წლის 26 ნოემბრის №1171 ბრძანებით იქნა შემოღებული. პროგრამის განხორციელებაზე წელიწადში 18 მილიონი ლარი იხარჯება. სამინისტროს ინფორმაციით, უფასო ტრანსპორტით საერთო ჯამში 66 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]