weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება – გაბუნია

15:11 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მისი თქმით, თუ არსებული რეგულაციები არ აღსრულდება, დამატებითი რეგულაციების დაწესება აზრს მოკლებულია.

„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის აღსრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა თამარ გაბუბნიამ.

გაბუნიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა „მწვანე საშვის“ მექანიზმის შემოღების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ასეთი საშვების გამოყენება მნიშვნელოვანია სარესტორნო ბიზნესისა და სასტუმროების უსაფრთხოებისთვისაც. 

„რესურსი, რაც დარჩენილია ქვეყანაში და რაც ჯერ არ გამოგვიყენებია, არის „მწვანე საშვის“ მექანიზმის უფრო აქტიურად გაფართოვება. ჯერჯერობით, „მწვანე საშვის“ მექანიზმის გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში – დიდი კონფერენციებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია – ჩვენს მეზობლებში და ევროპის ქვეყნებში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 49 114 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6546 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]