„დღეს მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული. თითოეულმა ვაქცინირებულმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან იმისთვის, რომ დაარწმუნოს ის ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე ეპიდემიები არცერთ ქვეყანაში არ დამთავრებულა და ვერც ეს დასრულდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან მიმართებაში ტერმინის „სავალდებულო“ გამოყენება „კონცეპტუალურად არასწორი და არაეთიკურია“.
„საინფორმაციო კამპანია უნდა გაგრძელდეს და ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურად“, – აღნიშნა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 986 729 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია. გუშინ, 2 ნოემბერს მხოლოდ 3868 ადამიანი აიცრა.
ამ თემაზე:
ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება – გაბუნია