weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მწეველებისთვის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა რეკომენდირებულია – გაბუნია

19:51 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზაზე ასაკობრივი ზღვრის მოხსნასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

დღეს „ბუსტერ“ დოზით აცრა სრული ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ შეუძლია 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

„ბოლო პერიოდში გავრცელდა მხარდამჭერი მონაცემები იმის შესახებ, რომ მწეველებში, ასევე ზოგიერთი სხვა ასაკობრივი ჯგუფის კატეგორიაშიც, მნიშვნელოვანი იქნებოდა „ბუსტერ“ დოზის გამოყენება. ამაზე უკვე დაწყებულია მსჯელობა ვაქცინაციის ტექნიკური ჯგუფის საბჭოში და დღეს-ხვალ ველოდებით მათ დასტურს, დაუჭერენ თუ არა „ბუსტერ“ დოზების გამოყენებას ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის პირებში, რომელთაც სჭირდებათ დამატებითი დაცვა მეორე დოზიდან ექვსი თვის შემდეგ, ნებისმიერი ვაქცინით აცრისას. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ვაზუსტებთ „ბუსტერ“ დოზის გამოყენების მნიშვნელობას და როგორ უნდა მოხდეს მისი ადმინისტრირება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, პირს შეუძლია გამოიყენოს ის ვაქცინა, რომლითაც თავდაპირველად აიცრა, ან ჩაანაცვლოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, თუ ექსპერტები მხარს დაუჭერენ ასაკობრივი ზღვრის სრულად მოხსნას, სავარაუდოდ ნებისმიერ პირს შეეძლება „ბუსტერ“ დოზის მიღება.

„თუმცა რეკომენდაციას მაინც გავცემთ იმ პირებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, არის მწეველი, ან შესაძლოა ჰქონდეს პროგნოზულად რაიმე სხვა მიზეზის გამო მაღალი რისკი - მაგალითად, ჭარბი წონა ან რომელიმე თანმხლები დაავადება. მწეველები იდენტიფიცირებული არიან როგორც ერთ-ერთი რისკის ჯგუფი, პროგნოზულად მაღალი რისკის მატარებელი, თუ მოხდა კოვიდით მათი ინფიცირება. ამდენად, ასაკობრივი გამიჯვნა და მწეველების გამოყოფა 50 წლამდე და 50 წლის შემდეგ ტექნიკურად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ასე რომ, ასაკობრივი ზღვრის მოხსნა აღმოფხვრის იმ ბარიერს, რაც შეიძლება დაუდგეთ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ „ბუსტერ“ დოზის გაკეთებას. მწეველი არის რისკის მატარებელი მთელი რიგი დაავადებებისთვის და მათთვის „ბუსტერ“ დოზა ნაჩვენებია ასაკის მიუხედავად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 986 729 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია. გუშინ, 2 ნოემბერს მხოლოდ 3868 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]