გამყრელიძის თქმით, 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 ადამიანი, რომელთაგან 11 403-ს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული იყო სულ 53 767 ადამიანი, საიდანაც 1386-ს ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის კუთხით 93.4%-ია. როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 91.7%-ს შეადგენს, ხოლო 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურიობა 95%-ია.
„60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულებში, ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებულებთან შედარებით, ხოლო 18-59 წლის ასაკის მოსახლეობაში დაცვა ინტენსიურში მოხვედრისგან არის 99%. სულ ინტენსიურში მოხვდა ორჯერ ვაქცინირებული 72 პირი.
ლეტალობისგან დაცვა – 15 მარტიდან, ანუ რაც ქვეყანაში აცრები დაიწყო, 30 სექტემბრის პერიოდში კოვიდისგან, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 5469 ადამიანი. არავაქცინირებული იყო 98.95%, ანუ 1.05% იყო ვაქცინირებული.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობისგან დაცვა გახლავთ 97.8%“, – განაცხადა ამიარან გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში გამოიყენებოდა.