weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ციხესთან მოშიმშილე გოგონა ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის შვილიშვილი ყოფილა – სააკაშვილი

16:06 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

„გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი ყველა მოშიმშილეს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და აღნიშნავს, რომ „ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია“.

„არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ ელენე, ნამდვილად არ დამვიწყებია, ან რა დამავიწყებს შენ სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს. როგორც გვარამიამ თქვა, სააკაშვილმა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ელენე ხოშტარიას სახელი ვერ გაიხსენა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება და წინ მეტი პრობლემაა მოსალოდნელი, რის გამოც საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]