თბილისში გამოვლენილია ინფიცირების 1635 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 766
კახეთი – 420
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 322
ქვემო ქართლი – 283
შიდა ქართლი – 246
აჭარა – 168
გურია – 110
სამცხე-ჯავახეთი – 80
მცხეთა-მთიანეთი – 59
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ვირუსი 752 855 ადამიანს დაუდასტურდა. 688 781 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 10 435 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, საქართველოში კოვიდინფიცირების 53 613 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.