weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოვიდით 74 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2191 ახალი შემთხვევა

11:02 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 21 477 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2191 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 74 ინფიცირებული, 4348 კი გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2191 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1017, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 362

კახეთი – 162

ქვემო ქართლი – 146

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140

აჭარა – 89

შიდა ქართლი – 81

მცხეთა-მთიანეთი – 64

გურია – 58

სამცხე-ჯავახეთი – 52

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20

ამ ეტაპზე ინფიცირების 51 382 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 43 164 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2677, აჭარაში – 587, იმერეთში – 1475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1678 პირი, მათ შორის, თბილისში – 638, აჭარაში – 129, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.
  • 1302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 262 – აჭარაში.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 755 046 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 693 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]