weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენსიონერები ვაქცინაციის სანაცვლოდ 200 ლარს მიიღებენ

14:06 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს თოთოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

ღარიბაშვილმა განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სხდომაზე ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტში შესვლას მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ. 

„რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, სავალდებულო არ არის და ჩვენს ქვეყანაში არ გახდება სავალდებულო. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. მოქალაქეებს უნდა განვიმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი პანდემიის დასრულების და აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 2 005 229 აცრაა ჩატარებული. სრულად, ანუ ორივე დოზით, ვაქცინირებულია 952 831 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.4%-ია. გუშინ, 6 ნოემბერს, მხოლოდ 1204 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) სრულად აცრას ითვალისწინებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]