weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციის აქცია რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე გაიმართება

12:33 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე გაგრძელდება.

„მინდა მოგიწოდოთ, ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. ახლა არის შანსი, ყველა გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს ეს რეჟიმი. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, არ არის სპრინტი, არის მარათონი და ყველანი უნდა ვიყოთ შემართებით. ვისაც მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა უნდა, გასაგებია, ვიღებ ხოლმე ამ კრიტიკას, მაგრამ ვისაც საკუთარი ხელთ უნდა ბრძოლა და შეცვლა, ყველას ვეპატიჟებით დღეს, 7 საათზე“, – მიმართა დეკანოიძემ იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილ დემონსტრანტებს.

ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი გათავისუფლებისა და „წართმეული არჩევნების დაბრუნების“ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, აქცია არა გლდანის ციხესთან, არამედ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაემართათ.

„და ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. შემოგვიერთდით. პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი, მძლავრი აქცია გაგრძელდება და ირაკლი ღარიბაშვილი თუ იქ არის, ვერ გამოვა და თუ არ არის, ვერ შევა“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აქცია იუსტიციის სამინისტროსთანაც დაანონსა. დღეს, ხატია დეკანოიძემ და მისმა თანაპარტიელმა პარლამენტარებმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ მოთხოვნას მინისტრი არ გამოეხმაურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]