weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა

13:29 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის N18 მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანა. უწყებამ ამის მიზეზად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სააკაშვილის გადაყვანისთვის შესაძლო ხელშეშლა და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დამატებითი რისკები დაასახელა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. 

მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა პენიტენციურმა სამსახურმა.

უწყების ინფორმაციით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოკლებული არიან შესაძლებლობას მოახდინონ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენა.

ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, ეს მოთხოვნა გუშინ სასამართლომაც დააყენა.

დღეს სასამართლო პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე უნდა ჩატარდეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]