weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოვიდით 77 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 4563 შემთხვევა

11:17 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 49 334 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4563 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4744 ინფიცირებული, 77 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 4563 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1832 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 711

კახეთი – 448

შიდა ქართლი – 423

ქვემო ქართლი – 362

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 311

აჭარა – 133

მცხეთა-მთიანეთი – 118

სამცხე-ჯავახეთი – 104

გურია – 84

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37

ამ ეტაპზე ინფიცირების 55 304 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 47 149 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2650, აჭარაში – 604, იმერეთში – 1448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1676 პირი, მათ შორის, თბილისში – 643, აჭარაში – 124, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 36, იმერეთში – 29;
  • 1291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 771 381 ადამიანს დაუდასტურდა. 705 312 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]