როგორც შეხვედრაზე ითქვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაწყებული მარათონის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები და საინფორმაციო კამპანიის გაფართოება იგეგმება.
„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ ორ მუნიციპალიტეტს შორის, ერთი გურჯაანია. მარათონი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებსა და საინფორმაციო კამპანიას გულისხმობს, რომელშიც პირადად ჩავერთვები. ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა“, – აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.
საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლები, სოფლებში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერებული პირები ესწრებოდნენ.
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი: გურჯაანი და ოზურგეთი. კამპანიის მიზანი დეკემბრის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია