weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში, ბათუმსა და გორში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტები დააკავეს

13:41 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა სამართალდარღვევისთვისაა დაკავებული ის.

ბათუმში დაკავებულია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე, ხოლო გორში – ბადრი გრიგალაშვილი.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა და აქტივისტებმა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავსა და გორში სუს-ის შენობებთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და დაწესებულების შესასვლელი ავტომობილებით ჩაკეტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები იყო: სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

ავტომობილების და იქ მსხდომი აქტივისტების გადასაყვანად ადგილზე ევაკუატორები გამოძახეს. ევაკუატორით გადაიყვანეს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან იყო გაჩერებული. მისი თქმით, ევაკუატორით სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიჰყავთ.

„კარგია ეს ყველაფერი, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ამ სისტემას დაამარცხებს ადამიანების ინდივიდუალური პროტესტი, ამისი მჯერა. აქ რომ მოვდიოდით, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ აქ არ დაგვტოვებდნენ, მაგრამ მზაობა უნდა გქონდეს, რომ წახვიდე რაღაც ტიპის მსხვერპლზე, მათ შორის იმაზე, რომ შესაძლოა თავისუფლება დაკარგო ცოტა ხნით, შეიძლება მანქანა დაგიზიანონ, შეიძლება ჯარიმა აგკიდონ და ა.შ. სხვანაირად არაფერი გამოვა“, – ამბობდა ჯაფარიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]