weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სინოდის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

14:58 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სამ წევრს – კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ბოდბის დედათა მონასტერმა გაავრცელა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

ინფიცირებული სასულიერო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „რეგინფოს“ შეკითხვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ უპასუხა.

11 ნოემბერს, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 50 782 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4445 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3508 ინფიცირებული, 77 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 56 164 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6856 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]