weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მოძრაობა „სირცხვილია“ 14 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავს

19:20 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

მოძრაობა „სირცხვილია“, ხვალ, 14 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავს. როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ რუხაძემ განაცხადა, მოითხოვენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას.

„ახლა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადასულია ძალაუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნების რეჟიმზე და მზად არიან, გააკეთონ აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დარჩნენ და სკამები შეინარჩუნონ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა პარტიული, სამოქალაქო პროტესტი უნდა არსებობდეს ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით, ვადამდელი არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ხვალ, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა პარლამენტის წინ გამართავს საპროტესტო აქციას “, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

მისივე თქმით, „სირცხვილიას“ აქციას „ნაციონალური მოძრაობა, „ლელო“, „დროა“ და სხვა პროდასავლური პოლიტიკური პარტიები შეუერთდებიან, კიდევ ერთხელ შეეცდებიან „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ხმა მიაწვდინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]