„ახლა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადასულია ძალაუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნების რეჟიმზე და მზად არიან, გააკეთონ აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დარჩნენ და სკამები შეინარჩუნონ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა პარტიული, სამოქალაქო პროტესტი უნდა არსებობდეს ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით, ვადამდელი არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ხვალ, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა პარლამენტის წინ გამართავს საპროტესტო აქციას “, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
მისივე თქმით, „სირცხვილიას“ აქციას „ნაციონალური მოძრაობა, „ლელო“, „დროა“ და სხვა პროდასავლური პოლიტიკური პარტიები შეუერთდებიან, კიდევ ერთხელ შეეცდებიან „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ხმა მიაწვდინონ.