weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი წამების ორი ფორმის ქვეშ იმყოფება – გვარამია

00:42 კვირა, 14 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი წამების ქვეშ არის – ვერ აქრობს შუქს, პრაქტიკულად არ სძინავს და მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

„იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მისთვის რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ხდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს, რადგან ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა.

ორივე საერთაშორისო კონვენციით განიხილება როგორც წამება, როდესაც ადამიანს შეგნებულად არ აძლევენ ძილის საშუალებას. საერთაშორისო კონვენციით, ეს არის წამების უფრო მძიმე ფორმა, ვიდრე, რაც წარმოდგვიდგენია, როგორც წამება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, როგორც გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის დამატებითი პროტოკოლით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის განმახორციელებელს, მიხეილ სააკაშვილთან შევიდეს. 

„მიხეილ სააკაშვილი არის წამების მსხვერპლი. ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ. მოხდეს წამების იმ ფორმების ინსპექტირება, რომლის ქვეშაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, – განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ მიმართა, გაითვალისწინოს ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა და მისი ეგიდით პარიტეტული კომისია შეიქმნას.

„გიორგი ბერულავა - ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ მიქაძე - ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე - ექსპერტი ნევროლოგი, ლალი ჯავაშვილი - ექსპერტი ენდოკრინოლოგი, მარინე აბაშიძე - ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, პროფესორი, ლევან ბესელია - ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ-რეანიმაოლოგი, მარიამ ჯიშკარიანი - შემთხვევის სუპერვაიზერი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ნიკა ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი – ეს არის 8 ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ეს დასკვნა, ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მიერ და ასევე, პარიტეტულ კომისიაში ჩვენი მხრიდან, ამ 8 ადამიანის შეყვანას, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, რომ თვითონ წარმოადგინონ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში ასევე 8 წევრი.

ჩვენ სრულად ვენდობით, დღეს არსებული კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა სახელმწიფოს განსასაზღვრია, იგივე სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული, თუ შეცვლიან ამ სპეციალისტებს.

სახალხო დამცველს შეუძლია თავისი წარმომადგენლებიც შეიყვანოს, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომისიაში იყოს პარიტეტი, სახელმწიფოსა და ჩვენს მიერ დანიშნულ წევრებს შორის, დანარჩენში ვენდობით სახალხო დამცველს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]