დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 375
ქვემო ქართლი – 128
სამეგრელო -ზემო სვანეთი – 123
აჭარა – 96
შიდა ქართლი – 87
კახეთი – 86
სამცხე-ჯავახეთი – 39
გურია – 29
მცხეთა-მთიანეთი – 27
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10
ამ ეტაპზე ინფიცირების 52 429 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:
- 44 391 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2694, აჭარაში – 592, იმერეთში – 1399. მძიმე პაციენტია 1678 პირი, მათ შორის, თბილისში – 648, აჭარაში – 131, იმერეთში – 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 39, იმერეთში – 31.
- 1 191 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 788 – თბილისში, 235 – აჭარაში.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 785 911 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 722 399 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა.