მედალოსნებს კუთვნილი ჯილდოები და შესაბამისი სერტიფიკატები პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ ოქროსა და ვერცხლის მედლის მისაღებად ქულების დაანგარიშება იწყება მე–10 კლასიდან და სრულდება მე–12 კლასის შედეგების დათვლით. მოსწავლე ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუკი მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული ამ სამი წლის განმავლობაში დამრგვალების გარეშე არის 10 ქულა. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მოსწავლის მიერ მე-10 კლასიდან მე-12 კლასამდე მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკული უნდა შეადგენდეს 9,8 ან მეტს.
მედალოსნების დაჯილდოება ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია