weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში კორპუსის კედლიდან ბათქაში ჩამოიშალა, რის გამოც 72 ოჯახი გამოიყვანეს

10:12 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმში, რურუას ქუჩის N1ა-ში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კოსპუსის ერთ-ერთი კედლიდან ბათქაში ჩამოიშალა. გვიან ღამით, კორპუსი 72-მა ოჯახმა დატოვა. როგორც მათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა, შენობის მდგრადობას ექსპერტიზა შეისწავლის.

„მოსახლეობა გაყვანილი იქნება უსაფრთხო ადგილას. შენობას დეტალური კვლევა ჩაუტარდება, რომ დადგინდეს ავარიულობის ხარისხი. უნდა დადგინდეს რამდენად საფრთხის შემცველია და რა შემდგომი მოქმედებები უნდა განვახორციელოთ ამ კორპუსთან მიმართებაში. შემდგომ გადაწყვეტილებებს კი მერია, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

მისივე თქმით, ოჯახები უახლოესი დღეების განმავლობაში სასტუმროებში იცხოვრებენ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ადგილობრივემა განაცხადეს, რომ კორპუსში ცხოვრება სახიფათოა, რადგან არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე.

„ჩამოცვივდა ბეტონები, ბზარებია. ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. ჩემს საძინებელში დამსკდარია კედლები. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, 2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რისთვისაც 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]