დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5204 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1857 შემთხვევა. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 1008
შიდა ქართლი – 435
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 443
კახეთი – 384
ქვემო ქართლი – 308
აჭარა – 210
მცხეთა-მთიანეთი – 168
სამცხე-ჯავახეთი – 168
გურია – 148
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 75
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 52 765 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 44 891 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2626, აჭარაში – 564, იმერეთში – 1395. მძიმე პაციენტია 1677 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 127, იმერეთში – 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 37, იმერეთში – 31;
- 1156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს. აქედან, 727 184 ინფიცირებული გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.